იმისთვის, რომ Bugalteri-მ თქვენი rs.ge-ის მონაცემები (ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები, სალაროს Z-რეპორტები) ავტომატურად წამოიღოს, საჭიროა ცალკე სერვის მომხმარებლის (service user) შექმნა rs.ge-ზე. ეს არის დამატებითი მომხმარებელი შეზღუდული უფლებებით, ასე რომ თქვენი ძირითადი პაროლი აპლიკაციაში არასდროს შეგყავთ.
ვიდეო არ იტვირთება? გახსენით YouTube-ზე
იგივე ინსტრუქცია წერილობით, თუ ვიდეოს ყურება ვერ ხერხდება. მთელი პროცესი rs.ge-ზე სრულდება და 3 წუთზე ნაკლებს იკავებს.
bugalteri (ან სხვა სასურველი სახელი).bugalteri:XXXXXXXXX, სადაც XXXXXXXXX თქვენი საიდენტიფიკაციო კოდია.bugalteri) და ის ახალი პაროლი, რომელიც ახლა შექმენით.ძირითად მომხმარებელს rs.ge-ზე ყველა უფლება აქვს, დეკლარაციების წარდგენის ჩათვლით. სერვის მომხმარებელი ცალკე, შეზღუდულუფლებიანი ანგარიშია: მას მხოლოდ იმის წაკითხვა შეუძლია, რაც აპლიკაციას სჭირდება. ასე თქვენი ძირითადი პაროლი არსად გადის.
მხოლოდ თქვენს ტელეფონში, დაშიფრული სახით, მოწყობილობის უსაფრთხო საცავში. Bugalteri-ს სერვერებზე ეს მონაცემები არ ინახება და ჟურნალებში არ იწერება. დეტალები კონფიდენციალურობის პოლიტიკაშია.
Bugalteri-ს ეს უფლებები არ სჭირდება, ამიტომ სჯობს საერთოდ არ მიეცეს. რაც ნაკლები უფლება აქვს სერვის მომხმარებელს, მით ნაკლებია რისკი. აპლიკაცია მუშაობს ზედნადებების, ანგარიშ-ფაქტურების, სალაროსა და საბაჟო მონაცემების წაკითხვის უფლებით.
დიახ, ნაწილობრივ. საგადასახადო ვადების შემხსენებელი, ეროვნული ბანკის კურსი და კალკულატორები rs.ge-ს გარეშეც მუშაობს. სერვის მომხმარებელი მხოლოდ rs.ge-ს მონაცემებისთვის სჭირდება: ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა, Z-რეპორტი, საბაჟო დეკლარაცია.
დამატებითი კითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ info@bugalteri.com-ზე.